სქემის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები

საგანმანათლებლო პროექტის გეგმა

პროექტის სათაური
„ასურელი მამების გზა“
პროექტის აქტუალურობა
პროექტის აქტუალურობა გამოიხატება მოსწავლეებისათვის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში,აღნიშნული პროდუქტი მოსწავლეებს ეხმარება  სწავლების პროცესში განავითარონ დამოუკიდებელი, ინდივიდუალური უნარ-ჩვევები.განივითარონ პასუხისმგებლობის გრძნობა.ასურელი მამების მოღვაწეობის გაცნობით მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან ჩვენი ქვეყნის რელიგიურ კულტურას და მის  სინთეზს ეროვნულ იდენტობასთან.
პროექტის მიზნები
პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა მსოფლიო კონტექსტში გაიაზრონ  საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, დამოუკიდებლად შეძლონ ინფორმაციების მოძიება-კლასიფიცირება,შეძლონ  მოპოვებული მასალების შეჯერება და სელექცირება.გუნდური და ინდივიდუალური  მუშაობის გააქტიურება.
საგნობრივი სტანდარტები , რომელსაც ეყრდნობა პროექტი
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.

პროექტის ამოცანები
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მათ წინაშე მდგარი ამოცანის გადასაწყვეტად გეგმის შემუშავება, ინფორმაციების ინტერპრეტირება და ანალიზი, მათ ასევე უნდა შეძლონ საკუთარი მოსაზრებისა და დამოკიდებულების ჩვენება თითოეულ მოღვაწესთან დაკავშირებით, მათი სულიერი და ისტორიული როლის განსაზღვრა და თანამედროვეობასთან უკუკავშირის პოვნა, კონკრეტულად აქცენტირება მოახდინონ ასურელი მამების მოღვაწეობის მნიშვნელობის ისეთ მრავალფეროვან ასპექტებზე, როგორებიცაა სამონასტრო კერებში მწიგნობრობის განვითარება, სულიერი ფორმაცია და ასევე VI ს-ის საქართველოს ისტორიული, კულტურულ-რელიგიური კავშირი აღმოსავლეთთან.
პროექტის განხორციელების წინაპირობები
მოსწავლეებს უჭირთ რელიგიური და ისტორიული კონტექსტების დაკავშირება, ინფორმაციების შეჯერება,სასურველ შედეგზე ორიენტირება და მოძიებული ინფორმაციების დამახსოვრება-ანალიზი.
განხორციელებული აქტივობები
I ეტაპი პროექტის გაცნობა
მოსწავლეებს წარვუდგენ პრეზენტაციას პროექტის შესახებ, ვურიგებ საინფორმაციო სახის ბუკლეტებს სადაც მოცემულია პროექტის მიზნები, შინაარსი, და სარგებლობა.თავდაპირველად ვიყენებ გონებრივ იერიშს :
დაფაზე ვადგენინებ ცხრილს, რომელიც განკუთვნილია თითოეული ასურელი მამის მოღვაწეობის დასადგენად, მოსწავლეებში ვახდენ აზრების გენერირებას და ყველა მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ვაფიქსირებ დაფაზე ამ ცხრილთან მიმართებით.ამ მეთოდის მეშვეობით ვამზადებ მოსწავლეებს ძირითად თემაზე გადასასვლელად.
ამის შემდეგ წინარე ცოდნის გაგების მიზნით ვიყენებ ვ-მ-ვ მეთოდს, რაც მომცემს საშუალებას გავიგო თუ რა ცოდნას ფლობენ მოსწავლეები ასურელ მამებზე,მათ მოღვაწეობასა და დამსახურებაზე ერის წინაშე. შემდეგ ვთხოვ მათ დაჯგუფდნენ( 5 მოსწავლე თითო ჯგუფში)და გაცვალონ ერთმანეთში საკუთარი იდეები და მოსაზრებები და გააკეთონ მოკლე მონახაზი შემდგომში გნსახორციელებელი დავალებისა. ბოლოს უკვე გამოთქმული იდეების საფუძველზე ვადგენთ პროექტთან დაკავშირებულ კითხვარებს, რომლებსაც მოსწავლეები ჩაატარებდნენ სკოლაში და გამოკითხავდნენ როგორც მოსწავლეებს ასევე მასწავლებლებს.
II ეტაპი კვლევის დაწყება
უპირველეს ყოვლისა ვუხსნი მოსწავლეებს რომ ჯგუფური მუშაობისას ყველამ თანაბრად უნდა გამოიჩინოს თავი და ამავდროულად ვურიგებ მათ ჯგუფური შეფასების რუბრიკას , რომელსაც კვლევის მსვლელობისას შეავსებენ, შემდეგ ვთხოვ მათ რომ გაინაწილონ დავალებები თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით.ერთი წევრი გამოკითხვას ჩაატარებს, მეორე წყაროებს დაამუშავებს , მესამე ააწყობს პრეზენტაციას, მეოთხე წარმოადგენს უკვე დასრულებულ სამუშაოს, ასევე ვთხოვ მათ რომ   დახატონ რომელიმე ასურელი მამა. კვლესისი პროცესში ვაკვირდები მოსწავლეებს და ვაძლევ შესაბამის მითითებს, რათა არ გაცდნენ პროექტის ჩარჩოებს,
III ეტაპი დასკვნითი ნაწილი
პროექტის დასასრულს ჯგუფები წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებულ დავალებას პრეზენტაციის საშუალებთ, შემდეგ გავმართავთ დისკუსიას,შემდეგ თხოვ მოსწავლეებს, დაწერონ ინდივიდუალურად რეფლექსიური ესე და შეავსონ კოლაბორაციული რუბრიკა.დავსრულებთ ვ-მ-ვ-ს.
შეფასებისა და მონიტორინგის სტრატეგია
დაფიქრდი-დააწყვილე-გაუზიარე -  მეთოდის მიხედვით მოსწავლეები ჯერ უნდა დაუფიქრდნენ შესასრულებელი დავალების ამოცანებს და მიზნებს,შეაჯამონ იდეები და გაუზიარონ თანაკლასელებს. ეს მეთოდი მოსწავლეს ცოდნის ორგანიზებაში  ეხმარება.
ვიცი -მინდა ვიცოდე-ვისწავლე - ცხრილი ეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი.
პროექტის გეგმები - გამოვიყენებ პროექტის დასაწყისში მოსწავლეებთან პროექტის განხორციელების დროს,რომელიც დაეხმარება მოსწავლეებსაკუთარი  გეგმის განვითარებასა  და განხორციელებაში . პროექტის დაგეგმვა ეხმარება მოსწავლეებს ორგანიზებულობაში, ისინი ისახავენ მიზნებს,  აყალიბებენ სტრატეგიებს მათ მისაღწევად, დროში ანაწილებენ შესასრულებელ სამუშაოს, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს შეფასებისათვის.
თვითშეფასება და რეფლექსია - გამოიყენება პროექტის მანძილზე ზეპირად, წერილობით ან პროექტის განხორციელების დროს. თვითშეფასება და რეფლექსია შესაძლებლობას მისცემს  მოსწავლეებს, რომ შეაფასონ თავიანთი პროგრესი, ასევე მოახდინონ რეფლექსია მეთოდების გასაუმჯობესებლად.
ჯგუფებზე დაკვირვება - გამოიყენება მთელი პროექტის მანძილზე გამოიყენებენ ჩეკლისტებს ,   ჩაინიშნავენ მოსაზრებებს. მოსწავლეები ასევე შეაფასებენ თავიანთი ჯგუფური მუშაობის უნარს ჩეკლისტებისა და რეფლექსიის გამოყენებით. 
არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნები -  გამოვიყენებ  მთელი პროცესის მანძილზე ჯგუფური და ინდივიდურლური მუშაობის დროს. ჩანიშვნები მოგროვდება ინდივიდუალურ ან ჯგუფურ საქაღალდეში.დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანიშვნები ხელს შეუწყობს სწავლების დაგეგმვას და თვალსაჩინოებას შესძენს საბოლოო შეფასებებს.
პროდუქტები(ბროშურები) - მისი  შესრულება მოხდება პროექტის დასასრულს,  დამოკიდებულია პროდუქტსა და პროექტის ხანგრძლივობაზე.მისი მიზანია მოსწავლის ნამუშევრისწარმოდგენა , რომელიც სწავლის შედეგს ასახავს.

პროექტის განხორციელების რისკები და ხარვეზები, მათი თავიდან აცილების გზები
პროექტის განხორციელებისას შეიძლება გამოიკვეთოს სხვადასხვა სირთულე, კონკრეტულად კლასში არიან არაქართულენოვანი მოსწავლეები, რომლებსაც გაუჭირდებათ რელიგიური სახის ინფორმაციების გააზრება და ანალიზი.ასევე შეიძლება მათ გაუჭირდეთ კონცეპტუალური მოსაზრებების წარმოჩენა და ასურელი მამების მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი მოვლენების დახარისხება. ამ სირთულეების დაძლევის მიზნით, ვეცდები მათ მივცე დავალებები მათი შესაძლებლობის გათვალისწინებით, ოვახდინო მათი ჩართვა შედარებით ძლიერ ჯგუფებში, დავაინტერესო კონკრეტული როლით ჯგუფური მუშაობისას, დავეხმარო, როგორც ფასილიტატორი, პროექტის მიმდინარეობისას.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები


 ასურელი მამების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გამოკვლევით მოსწავლეები შეაფასებენ მათ უმნიშვნელოვანეს როლს ქართული კულტურის განვითარებაში, სამონასტრო კომპლექსების მშენებლობითა და ლავრებსა და სავანეებში საგანმანათლებლო საქმიანობით. დასმული ამოცანის გადაწყვეტის შემდეგ მოსწავლეებს განუვითარდებათ თავიანთი აზროვნებისა და პროცესის შესწავლის უნარი, დაეუფლებიან სწავლის სტრატეგიებს, გარკვეულ ცოდნას დააკავშირებენ ახალ ცოდნასთან,შეეძლებათ ინფორმაციების გადამუშავება, ცნებებისა და იდეების ერთმანეთთან დაკავშირება,

პროქტის განხორციელების ვადები
3კვირა
პროექტში მონაწილეთა დონე/კლასი
საბაზო/IX კლასი
პროექტის ფასილიტატორი
ნანა ზაზანაშვილი
ისტორიის პედაგოგი
ფასილიტატორის ელ-მისამართი



სასწავლო პროექტის „ ასურელი მამების გზა“ -რეფლექსია

    საბაზო საფეხურზე,IX კლასში განვახორციელე სასწავლო პროექტი: „ასურელი მამების გზა“, რომლის საშუალებით შევეცადე, ეფექტურად შემესრულებინა ესგ-ით განსაზღვრული სამუშაო და სასწავლო მიზნები მაქსიმალურად შემესაბამებინა მისაღწევ შედეგებს. პროექტის დაწყების წინ დავადგინე არსებული ცოდნა სხვადასხვა აქტივობით, რომელიც დაწვრილებით არის აღწერილი ჩემ მიერ წარმოდგენილ პროექტში, კონკრეტულად,მოსწავლეებს დავუსახე შესაბამისი მიზნები, შევადგენინე თვითშეფასების სქემები და დავეხმარე შესასრულებელი სამუშაოს განაწილებაში. გონებრივი იერიშით, დისკუსიითა და დიაგრამული ცხრილების გამოყენებით გავაცანი თითოეული ასურელი მამის ცხოვრება და მოღვაწეობა, მათი როლი როგორც რელიგიური, ასევე საგანმანათლებლო კუთხით. სისტემატურად თვალს ვადევნებდი პროექტის მიმდინარეობას და ვცდილობდი მათ აქცენტირებას უმთავრეს მოვლენებზე. ვცდილობდი, მათი ყურადღება ყოფილიყო მიზანმიმართულად კონცენტრირებული და ჩემი, როგორც ფასილიტატორის, როლი არ გასცდენოდა პროექტის ჩარჩოებს. პროექტზე მუშაობისას ვცდილობდი, მაქსიმალურად დავყრდნობოდი საგნობრივ სტანდარტებს, მოსწავლეებს მიეღოთ საფუძვლიანი ცოდნა საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ვითარების შესახებ VI ს-ის საქართველოში. დაეკავშირებინათ იმ ეპოქის რეალობა თანამედროვეობასთან, შეეჯერებინათ მოპოვებული ინფორმაციები და ნათელი ყოფილიყო მათთვის სასურველი შედეგის არსი.
    ვფიქრობ, განხორციელებული პროექტი მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მრავალფეროვნებას,იძლევა ეფექტურ შედეგს მოსწავლეთა ჩართულობის კუთხით და ეხმარება მათ არა მარტო სააზროვნო, არამედ ისეთი სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, როგორებიცაა გუნდურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარ ცოდნაზე დაკვირვების ანალიზი.

 ისტ-ის ტექნოლოგიების (ციფრული ობიექტის) ეფექტურად გამოყენების რეფლექსია
      ჩემ მიერ დაწყებით საფეხურზე, კონკრეტულად, მეხუთე კლასში ჩატარებულ გაკვეთილზე თემა „ საქართველოს ციხესიმაგრეები“ გამოყენებული იქნა ისტ-ის ტექნოლოგიების,კონკრეტულად კი Microsoft pover point-ის პროგრამის მეშვეობით მომზადებული პრეზენტაცია იმავე სათაურით „საქართველოს ციხესიმაგრეები“.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით საფეხურზე, სადაც საგანთა უმეტესობა ინტეგრირებულად არის წარმოდგენილი.კონკრეტული ციფრული რესურსის გამოყენება, რომელიც შეესაბამება ესგ-ს ძირითად მიმართულებებს, მოსწავლეებს უვითარებს სააზროვნო უნარ-ჩვევებს, ეხმარება მათ, სწორად გაიაზრონ მოცემული დავალების შინაარსობრივი მხარე, შეძლონ არა მარტო ვიზუალურად იხილონ კონკრეტული ციხესიმაგრეები, არამედ თეორიული ცოდნა განიმტკიცონ კითხვარების მეშვეობით.

     ჩემ მიერ ამ ტექნოლოგიის გამოყენება საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას დამეხმარა დასახული მიზნის მიღწევაში. კონკრეტულად, მოსწავლეებმა ვიზუალურად უკეთ აღიქვეს და დაიმახსოვრეს ახალი მასალა,  ისინი არ იყვნენ  ცოდნის პასიური მიმღებნი, აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში და ცდილობნენ, პასუხები გაეცათ დასმულ შეკითხვებზე. ვფიქრობ, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მათ უფრო უკეთ  შეძლეს განესხვავებინათ კულტურის სხვადასხვა კომპონენტი,(აზ. მეც.V-VI.21.  მოსწავლეს შეუძლია  განასხვავოს კულტურის სხვადასხვა კომპონენტი და განიხილოს მათი ურთიერთკავშირი.)ასევე დასაწყისიდანვე გაუჩნდათ სურვილი ისტის ტექნოლოგიების გამოყენებისა (აზ. მეც.V-VI. 2.    მოსწავლეს შეუძლია, გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი). ვიზუალური ეფექტი მათ დაეხმარათ მსჯელობაში, ისტორიული ფაქტების შესაბამის ეპოქებთან დაკავშირებაში(აზ. მეც.V-VI.5. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშირს ისტორიულ ფაქტები შესაბამის  ეპოქებთან.)
 
    პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებს მივაწოდე ვიზუალური  მასალა საქართველოს ციხე-სიმაგრეებზე. მასალის ვიზუალიზაციამ მათ საშუალება მისცა მარტივი და გასაგები ყოფილიყო ახალი მასალა.მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში და ხალისით აკეთებდნენ დავალებას. აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა თვალსაწიერს, აძლიერებს მათ მოტივაციას, თვითონ მიიღონ მონაწილეობა ციფრული რესურსის შექმნაში, ზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას და ავითარებს დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევებს, გარდა ამისა, აღნიშნული აქტივობა ეხმარება ცოდნის განმტკიცებას და მის პრაქტიკულ გამოყენებას.

ტრენინგის რეფლექსია
  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში 21-ე საუკუნის  გამოწვევა საგანმანათლებლო სივრცეში. პროფესიული განვითარების მიზნით გავიარე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი „ინტელის ძირითადი კურსი:პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“. აღნიშნული კურსი იყო საკმაოდ შრომატევადი და, ამავდროულად, საინტერესო, რაც მთავარია, ნაყოფიერი. მოცემულმა კურსმა მე, როგორც პედაგოგს მომცა საშუალება ჩემ მიერ წარმართული სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გამეხადა.  ტრენინგის გავლის შემდეგ, შევიძინე ის ცოდნა და უნარები, რომლებიც შეესაბამება ესგ-ით დადგენილ მასწავლებლის კომპეტენციის სტანდარტს ისტ-ში, გამოიკვეთა ისტ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების საჭიროება სხვადასხვა აქტივობის შესასრულებლად:
მუხლი 73. სწავლების მეთოდები
) სასწავლო პროცესის დაგეგმვა: .) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივ პროგრამაზე დაყრდნობით გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნების, შესაბამისი ამოცანებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა; .) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული ისეთი სასწავლო გეგმის შემუშავება, სადაც მოსწავლე სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეა და რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნას, ინტერესებს, შესაძლებლობებს და გამოცდილებას; .) ისტ-ის საგნობრივ პროგრამაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების ეფექტური სტრატეგიების განსაზღვრა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში შესაბამისი ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება- განვითარებაზე; .) სასწავლო პროცესისათვის იმ ტიპის აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მოსწავლეებს განუვითარებს ციფრულ (კომპიუტერულ) წიგნიერებას; .) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესწავლისას სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა; თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა; განსახორციელებელი აქტივობებისადმი ისტ. ინსტრუმენტებისა და რესურსების შერჩევა/მისადაგება; გაკვეთილისათვის შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა; .) ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის ტიპის დავალების მომზადებისას შესაფერისი ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შერჩევა; .) კლასის ორგანიზება ტექნიკური საშუალებების ეფექტიანად გამოყენების მიზნით; .) შესაფერისი ისტ ინსტრუმენტების და მათი ინტეგრირების სტრატეგიის შერჩევა სასწავლო პროცესის მოსამზადებლად;
    გარდა ამისა, ისტ ტექნოლოგიები დამეხმარა უკეთ განმეხორციელებინა საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული აქტივობები.
 მუხლი 41. სწავლების მეთოდები) სასწავლო პროცესის წარმართვა.) მოსწავლეებში, საზოგადოებრივი მეცნიერებების ცოდნის გაღრმავებისა და უნარების განვითარების მიზნით, თანამედროვე პედაგოგიური მეთოდებისა და აქტივობების გამოყენება. .) აქტივობების იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევითი უნარი, და შეძლონ როგორც სხვათა, ასევე საკუთარი კვლევების კრიტიკული შეფასება; .) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლის პროცესში ყველა მოსწავლის (მათი ინდივი- დუალური თავისებურებების გათვალისწინებით) მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა (ჯგუფურ მუშაობებში და პროექტებში მონაწილეობა, სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლივი დაგეგმვა და განხორციელება და სხვ.). .) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას საგანთაშორისი კავშირების დამყარება, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის ტრანსფერიერთ საგანში მიღებული ცოდნის სხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადატანა და გამოყენება. .) აქტივობების იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირება; .) მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომი და მოხერხებული ისტორიულ-გეოგრაფიული საშუალ- ებების, მედია და ტექნოლოგიური რესურსების გამოყენება (საჭიროების შემთხვევაში თავად შექმნა); .) საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლა-სწავლების პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ საკუთარი სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი.

       პროექტებით სწავლება სასიამოვნოა სიახლეა საგანმანათლებლო სივრცეში, ის საშუალებას იძლევა, რომ მოსწავლისათვის სწავლება არ წარმოადგენდეს მოსაბეზრებელ და რუტინული საქმეს. აღნიშნული აქტივობით ის გახდა ცოდნის აქტიური მიმღები,ასევე ისტ ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვა აქტივობის დროს ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებს, მოსწავლეებს უძლიერებს მოტივაციას და ამძაფრებს დამოუკიდებლობის გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევებს და სწავლას სახალისო პროცესად აქცევს.
    ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისტ ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროექტის შექმნაში. მიღებული ცოდნის შედეგად გამიადვილდა პროექტის დაგეგმვა,მოვალეობების განაწილება, თვითშეფასების სქემებზე მუშაობა, დროის რესურსის ეფექტურად გამოყენება.ვისწავლე მოსწავლეთა საინფორმაციო ბროშურებისა და ჩეკლისტების მომზადება, რაც ძალიან გამომადგა ინფორმაციის ფასილიტაციისთვის ჩემსა და მოსწავლეს შორის. ასევე დიდი გამოცდილება შემძინა დროში შეფასების გეგმის შექმნამ, რომელიც დამეხმარა ეფექტური აქტივობების დაგეგმვაში.
       ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისათვის ისტ-ტექნოლოგიების გამოყენებამ სასწავლო პროცესი მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა. მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებიან ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ გაკვეთილებს , პროექტებს და სხვადასხვა აქტივობებს. ვფიქრობ, აღნიშნული ტრენინგი დამეხმარება სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიის დაგეგმვაში, ადეკვატური პრიორიტეტების დასახვასა ცოდნის გადაცემის კინსტრუქციული მეთოდების დაგეგმვაში.








No comments :

Post a Comment