ფასილიტატორი

საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ეთიკა-ესთეტიკის კათედრების ჯგუფი
ფასილიტატორი: ნანა ზაზანაშვილის
2015 წლის ოქტომბერში 108 საჯარო სკოლაში ამირჩიეს ერთ-ერთ ფასილიტატორად.ჩემი ზედამხედველობის ქვეშ არიან საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ეთიკა ესთეტიკი კათედრის წევრი პედაგოგები.
  ჩემი როგორც ფასილიტატორის უპირველესი ამოცანაა პედაგოგების საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმის დასახვა, რომელიც ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პედაგოგებისათვის უფრო მარტივად და გასაგებად აღსაქმელს გახდის მიწოდებულ ინფორმაციას.
2015 წლის 7-8 ნოემბერს ფასილიტატორებმა გავიარეთ ტრენინგი თვითშეფასების კითხვარის შევსების და პროფესიული სამოქმედო გეგმის შედგენის საჭიროებებზე. სკოლაში დაბრუნებისთანავე დავისახე სამუსაო გეგმა და შევადგინე სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმა
#
აქტივობა
რისკები/ მოსალოდნელი პრობლემები
რისკების თავიდან აცილების გზები/გადაჭრის გზები
1
საინფორმაციო შეხვედრა ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან
მასწავლებელთა  ემოციური  ფონი მათთვის  ახალი აქტივობის  განხორციელების  გამო.მაგ,რამდენად ნათლად აისახება მათი პედაგოგიური საქმიანობა აღნიშნულიკითხვარით. ასევე  პირველ ეტაპზე  ეფექტური უკუკავშირის დადგენა.
საინფორმაციო დაფაზე  მათთვის    ინფორმაციის მიწოდება  პრეზენტაციის შესახებ.კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით ინდივიდუალური შეხვედრების   შესახებ  ჩემი მზაობის  გამოხატვა.
2
საკუთარი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან შეხვედრების განრიგის დადგენა
კომუნიკაციის დროის ლიმიტი  (რამდენად ეყოფათ დადგენილი დრო  ეფექტური უკუკავშირისთვის)
ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციისკითხვარის  ფორმების  ცალ-ცალკე  დამუშავების  შეთავაზება.
3
კონსულტაცია თვითშეფასებისკითხვარის  შევსებაში დახმარება
მასწავლებელთა ინდენფერენტულობა  სამუშაოს მიმართ.კითხვარის  შეუვსებლობა  დადგენილ დროში.
კითხვარის შევსების  აუცილებლობის  მუდმივი შეხსენება.მზაობის  გამოხატვა  დამატებითი კონსულტაციების გაწევის  შესახებ.
4
საკუთარი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფ მასწავლებლებთან შეხვედრების განრიგის დადგენა კონსულტაცია.თვითშეფასების კითხვარის ანალიზი,საჭიროებების დაჯგუფება.
საჭიროებების მქონე პედაგოგების  სიმრავლის გამო ინდივიდუალური შეხვედრების  აუცილებლობა.პასუხისმგებლობის   არიდების   მცდელობა.ჩემი მხრიდან  სამუშაო ფურცლების  შევსების  სურვილი კითხვარის უკეთ შევსების მიზნით.
შეხვედრების  დროის ლიმიტის  გაზრდა.სამუშაო ჯგუფებში გამოცდილი მასწავლებლების განაწილება.უკუკავშირი იმის შესახებ,რამდენად დაეხმარებათ აღნიშნული კითხვარი საკუთარ პედაგოგიურ  პრაქტიკაზე დაკვირვებაში.
5
კონსულტაცია შევსებული თვითშეფასების კითხვარის  საფუძველზე  გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით პროფესიული  განვითარების  სამოქმედო  გეგმისშემუშავებაში  დახმარების  გაწევა.
საჭიროებების  არასწორი გათვლა,სკეპტიკური დამოკიდებულება,მოტივაციის არქონა,არასწორი თვითშეფასება,არამიზნობრივი  აქტივობების შერჩევა.
სამუშაო  ჯგუფებში მუშაობის ეფექტურობის ახსნა.დროის  რესურსთან  რელევანტური აქტივობების დაგეგმვა ..მოსაზრებების შეჯამება.გაცნობა,საუბარი კრიტიკული მეგობრის  ინსტიტუტზე,მეთოდოლოგიური  ლიტერატურის,სპეცტრენინგების ,კონფერენციებისა და სემინარების  აუცილებლობაზე  ხარვეზების  აღმოფხვრის   მიზნით





პირველ ეტაპზე დავგეგმე საინფორმაციო შეხვედრა ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პედაგოგებთან., რათა გამეცნო მათთვის თვითშეფასების კითხვარის შევსების მიზნები და ინსტრუქცია.შევუთანხმე პრეზენტაციის ჩვენების დღე.სულ ჩემი ზედამხედველობის ქვეშ 7 პედაგოგია. პრეზენტაცია მოვაწყვე ისტ კაბინეტში სლაიდშოუს დახმარებით.პრეზენტაციის წარდგენისას ძალიან დამეხმარა ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება.კარგად გამოვიყენე ტექნოლოგიური რესურსი რომელიც ტრენერმა მომოაწოდა.უნდა ავღნიშნო რომ თავდაპირველად რამოდენიმე პედაგოგი სკეპტიკურად იყო განწყობილი, მათ არ ქონდათ მოტივაცია შეევსოთ თვითშეფასების კითხვარი. მე შევეცადე მათთვის ამეხსნა თუ რატომ არის თითშეფასების კითხვარის შევსება მათი პროფესიული ზრდისთვის სასარგებლო, ვაჩვენე მათ ჩემ მიერ შევსებული კითხვარის ერთი კონკრეტული მაგალითი,ავუხსენი მათ რომ კითხვარის შევსების პროცესში ძალიან ბევრ სიახლეს აღმოაჩენენ საკუთარ თავში. პრეზენტაციის დასასრულს დავურიგე პედაგოგებს თვითშეფასების კითხვარის ბეჭდური ვერსია, ვთხოვე სახლში გადაეხედათ და გაეანალიზებინათ.გამოვხატე ჩემი მზაობა რომ გავუწევდი მათ კონსულტაციას კითხვარის შევსების პროცესში.პრეზენტაციას ვერ დაესწრო 2 პედაგოგი დროის დეფიციტის გამო, მათ გადავუგზავნე კითხვარის ელექტრონულ ვერსია და დავგეგმე ინდივიდუალური შეხვედრა.ვფიქრობ საინფორმაციო შეხვედრით პედაგოგებში მეტი მოლოდინი გავაჩინე.
    მეორე ეტაპზე დავიწყე ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პედაგოგებთან ინდივიდუალური შეხვედრები კონსულტაციის გაწევის მიზნით.მათ დეტალურად ავუხსენი თვითშეფასების რუბრიკის შევსების ინსტრუქცია, ყურადღება გავუმახვილე მოსწავლის ქცევაზე,მივეცი რჩევები რომ ჯერ გაეცნონ მოსწავლის ქცევებს და მერე დაიწყონ შეფასების კითხვარის შევსება. განვუმარტე მათ თითოეული ქულის მნიშვნელობა. პედაგოგეგების ნაწილს შეეშინდა 0 ქულის ჩაწერა კითხვარში, განვუმარტე მათ რომ ეს არ ნიშნავდა მათი პროფესიონალიზმის დაბალ შეფასებას, არამედ მათი საჭიროებების არ ქონას. პრობლემებმა იჩინა თავი თვითრეფლექსიების შედგენისას, განვუმარტე მათ რომ პირველი თვითრეფლექსია უნდა გაემყარებინათ მტკიცებულებებით , თუ როგორ აღწევენ მოსწავლეებში დადებით შედეგებს, ხოლო მეორე რეფლექსიაში გამოეყოთ ის საჭიროებები რომლებიც მათ დაეხმარებათ პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში.მივეცი რჩევა,რომ კითხვარის შევსებაში მათ დაეხმარებათ სახელმძღვანელო „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების,პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“.შევახსენე პედაგოგებს რომ კითხვარის შევსება უნდა დაასრულონ სკოლის მიერ განსაზღვრულ თარიღამდე.
  ჩემი ზედამხედველობის ქვეშ არიან სპორტის მასწავლებლები , მათი საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე მოუწიათ 0 ქულების დაწერათ, განვუმარტე მათ რომ ეს არ წარმოადგენდა პრობლემას,რადგან მათი საგანი არ მოიცავდა მოსწავლეთა ზოგიერთ ქცევის აუცილებლობას.
   როდესაც მასწავლებლებმა გაანალიზეს და შეავსეს კითხვარის ბეჭდური ვერსია დავიწყეთ კითხვარის ელექტრონულად შევსება. ვინაიდან ზოგიერთი პედაგოგი კარგად ვერ ფლობს ისტ-ტექნოლოგიებს მათ გაუჭირდათ კომპიუტერთან მუშაობა,ამ შემთხვევაში მათ ინდივიდუალურად შევუთანხმდი დროზე, შევყევი ისტ-ის კაბინეტში და გავუწიე დახმარება კითხვარის ელექტრონულად შევსებისას.გარდა ამისა ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფმა პედაგოგებმა კარგად ითანამშრომლეს ერთმანეთთან, ჰქონდათ დადებითი უკუკავშირი.

   2016 წლის 5-6 მარტს ფასილტატორებმა გავიარეთ ტრენინგი პროფესიული საქაღალდეში არსებული  დამატებითი აქტივობების ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტზე, კერძოდ რესურსების შეფასება.სკოლაში დაბრუნებისთანავე დავგეგმე საინფორმაციო შეხვედრა ჩემი ჯგუფის წევრ პედაგოგებთან , გავაცანი მათ თუ რა სახის რესურსები შეძლება მოამზადონ და რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს, განვუმარტე რომ მათ ამ რესურსებით შეუძლიათ დააგროვონ კრედიტები.ისტ ტექნოლოგიის გამოყენებით ვაჩვენე  რესურსის, თან დართული ინსტრუქციისა და რეფლექსიის ნიმუში.გამოვუცხადე მათ მზაობა დახმარების შესახებ.

  2016 წლის 8 მაისს ასევე გავიარეთ ტრენინგი პრაქტიკული კვლევის ჩატარების შესახებ, მინდა ავღნიშნო რომ ერთი დღე არ აღმოჩნდა საკმარისი ამ თემის სრულად ამოსაწურად და თან ტრენინგი სასწავლო წლის დასრულებას დაემთხვა , მიუხაედავად იმისა რომ მასწავლებლებს დეტალურად გავაცანი ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია, მათ არ გგამოუხატავათ მზაობა მსგავსი კვლევის ჩატარების შესახებ, რაც პრინციპში მოკლე ვადაში ვერც განხორციელდებოდა,
   ზოგადად ჩემს მუშაობას , როგორც ფასილიტატორი ვაფასებ საშუალოდ, წლის განმავლობაში ვცდილობდი საჭირეობისამებრ დახმარება გამეწია ყველა პედაგოგისათვის, ვაწვდიდი მათ ინფორმაციებს და ვაცნობდი ყველა სიახლეს. 
  



No comments :

Post a Comment