ისტორიის პედაგოგის ნანა
ზაზანაშვილის
II
სემესტრის ანგარიში
V კლასი
მეხუთე კლასში
მუშაობა საკმაოდ სპეციფიკურია, ბავშვები სწავლების ახალ ეტაპზე გადადიან , იწყებენ
სრულიად ახალ საგნების შესწავლას, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მათთვის მასალა საინტერესო
და ადვილად აღსაქმელი,ისტორიის სახელმძღვანელოს მეშვეობით მოსწავლეების სასწავლო წლის
განმავლობაში გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, მათ ღირსშესანიშნაობებს, კულტურას
,ტრადიციებს,მასალა საკმაოდ დიდია და შრომატევადი, იმისათვის რომ მოსწავლეებისათვის
სწავლება არ იყოს მომქანცველი და რუტინული ვეცადე სხვადასხვა აქტივობებით გამემდიდრებინა
სწავლების პროცესი.
II სემესტრში მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს კუთხეებს,ტრადიციას
და კულტურასბავშვებმა დიდი ინტერესი გამოხატეს განსაკუთრებით ტრადიციებისა და კულტურის
შესწავლისას,გაავლეს პარალელები თანამედროვე ქართულ კულტურასა და ტრადიციებს შორის,დაწერეს
თემები.როდესაც დავასრულეთ საქართველოს კუთხეების თემის შესწავლა მოსწავლებმა მოამზადეს
მინი პრეზეტაციები, თავად დახატეს და შექმნეს ჟურნალი საქართველოს კუთხეებზე. ხშირად
ვატარებდი გაკვეთილებს ისტ- ტექნოლოგიების გა,ოყენებით,მსგავსი ტიპის გაკვეთილები უფრო
მეტ დაინტერესებას იწვევს მოსწავლეებში, ხალისით ეკიდებიან სწავლის პროცესაც და შედეგიც
თვალსაჩინოა, მოსწავლეები ვიზუალურად უფრო მეტს იმახსოვრებენ.
მეხუთე კლასში
პრობლემად დარჩა შემაჯამებელი წერების შესრულება, ბავშვებს გაუჭირდათ დიდი ინფორმაციის
შესწავლა და დამახსოვრება, თუმცა ბოლო შემაჯამებელ წერებში შედეგები ნამდვილად გაუმჯობესებული
ჰქონდათ.
VI კლასი
აღნიშნულ
კლასს უკვე მეორე წელია ვასწავლი ისტორიას, მოსწავლეების უმეტესობა აქტიურად არის ჩართული
როგორც შიდა სასკოლო პროცესში, ასევე კლასგარეშე აქტივობებში. ისინი დიდი ენთუზიაზმით
და მონდომებით აკეთებენ მათზე დავალებულ დავალებებს. ძალიან გონებაგახსნილი და კრეატიული
ბავშვები არიან რაც, საშუალებას მაძლევს მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმო კლასში.ვაწყობთ
დისკუსიებს, ვატარებთ ჯგუფურ გაკვეთილებს რაც საშუალებას მაძლევს ყველა მოსწავლე თანაბრად
იყოს ჩართული სასწავლო პროცესში.
II სემესტრში განხორცილებელი
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში მეექვსე კლასის მოსწავლეებმა თავად გამოიჩინეს ინიციატივა
მოემზადებინათ თემატური პლაკატები, ჩემს მიერ ჩატარებული მინი-ლექციის შემდეგ ბავშვებმა
თავად მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის და ოკუპაციის შესახებ,
ჩაატარეს საინფორმაციო პრეზენტაცია კლასშია, აგრეთვე დაამზადეს საინტერესო პლაკატები.ხშირად
ვატარებთ გაკვეთილებზე დისკუსიებს, ბავშვები დიდ ინტერესს ავლენენ თავისუფალი მსჯელობისას,
დამოუკიდებლად და თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს, რაც ძალიან მახარებს, ხშირად
აფასებენ ერთმანეთს და აძლევენ ობიექტურ უკუკავშირს. კლასი ნამდვილად იძლევა საშუალებას რომ უფრო მეტი
და მრავალფეროვანი აქტივობები განვახორციელოთ ერთობლივად.
X კლასი
მეათე კლასი
განეკუთვნება საშუალო საფეხურს, ეს არის საფეხური სადაც მოსწავლეებმა 3 წლის განმავლობაში უნდა შეიძინონ მაღალი დონის
სააზროვნო უნარ-ჩვევები: ანალიზი, სინთეზი,. ამაში მათ რათქმაუნდა დაეხმარება სხვადასხვა
სააზროვნო აქტივობები, რასაც თითქმის ყველა გაკვეთილზე ვატარებთ. მოსწავლეები ძირითიდად
კლასში აკეთებდნენ სამუშაოებს რადგან ისტორიის სახელმძღვანელოც ძირითადად ამ პრინციპზეა
აგებული.ხშირად ვაწყობთ დისკუსიებს, ვმუშაობთ ჯგუფურად,
II სემესტრში Xბ კლასში განვახორციელეთ
პროექტი „ფოტოზე გაცოცხლებული ისტორია“ მოსწავლეებმა
საკმაოდ საინტერესოდ იმუშავეს, მოინახულეს
ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობები, ჩაატარეს გამოკითხვები და ბოლოს წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. აგრეთვე მეაათე
კლასის ექვსმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო კავკასიის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ
ინტელექტუალურ თამაშში „მე მიყვარს თბილისი“ მათ ძალიან კარგად იასპარეზეს, გამოავლინეს ლოგიკური
აზროვნების უნარი, სამწუხაროდ ფინალში დამარცხდნენ
, თუმცა მიიღეს კარგი გამოცდილება, ასევე ჯილდოები და სიგელები.
XI კლასი
მეთერთმეტე კლასში ვიწყებთ სააბიტურიენტო მასალის
შესწავლას, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოს
და მსოფლიოს ისტორია,გაანალიზონ და განიმტკიცონ ცოდნა, რაშიც მათ ეხმარება ხშირი შემაჯამებელი
დავალებები ტესტების და ღია კითხვების სახით. ყოველი თემის დასრულების შემდეგ ვაწყობთ
პრეზენტაციებს და ვაჯამებთ განვლილ მასალას.
ოკუპაციის კვირეულის
ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემაზე, მათ მიმოიხილეს
პერიოდი საქართველოს პირველი დამოუკიდებლობიდან-ოკუპაციამდე, აღნიშნული პრეზენტაცია
მოსწავლეებმა წარუდგინეს მეათე კლასელებს, მიზანი-მოსწვალეების ინფორმირება და დისკუსიი
წარმართვა წარმატებით იქნა მიღწეული.
ასევე ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე“დავით აღმაშენებელი“მოსწავლეები
მუშაობდნენ ჯგუფურად, ჯგუფებმა ცალ-ცალკე დაამუშავეს დავით აღმაშენებლის ეპოქა. შეაფასეს
მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ასევე აქტიურად იმუშავეს რუკაზე და განსაზღვრეს
საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
გარდა ამისა პერიოდულად ვატარებდი შემაჯამებელი
გაკვეთილებს სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით, რომელიც საგაკვეთილო პროცესში
მთელი კლასის ჩართვის საშუალებას მაძლევდა,. მსგავსი მეთოდების და სტრატეგიების გამოყენება
უფრო აქტიურს და მოტივირებულს ხდის მოსწავლეს სწავლისადმი.
XII კლასი
მეორე
სემესტრში მეთორმეტე კლასში ვიმუშავე ძირითად cat -ის გამოცდების საკითხებზე, მოსწავლეები ხშირად
წერდნენ ტესტებს, ვატარებდი შედეგების მონიტორინგს და ვადგენდი პრობლემებს. წლის ბოლოს
მოსწავლეებმა ჩააბარეს cat-ის
გამოცდა.ყველა მოსწავლემ მიიღო დადებითი შედეგი, არცერთი მოსწავლე არ ჩაჭრილა, შედეგები
იყო საშუალო.
მოსწავლეთ აკადემიური მოსწრება კლასების მიხედვით
კლასი
|
10 ქულა
|
9 ქულა
|
8 ქულა
|
7 ქულა
|
6 ქულა
|
5 ქულა
|
4 ქულა
|
3 ქულა
|
V-ბ
|
1
|
5
|
4
|
5
|
8
|
8
|
2
|
|
V-გ
|
2
|
2
|
4
|
10
|
12
|
1
|
||
VI-ა
|
4
|
4
|
8
|
3
|
4
|
6
|
1
|
|
X-ა
|
4
|
6
|
7
|
5
|
1
|
|||
X-ბ
|
3
|
5
|
4
|
2
|
7
|
|||
XI-ბ
|
1
|
5
|
1
|
6
|
4
|
4
|
||
XII
|
2
|
3
|
8
|
5
|
2
|
ისტორიის პედაგოგის ნანა
ზაზანაშვილის
I
სემესტრის ანგარიში
V კლასი
მეხუთე კლასში
მუშაობა საკმაოდ სპეციფიკურია, ბავშვები სწავლების ახალ ეტაპზე გადადიან , იწყებენ
სრულიად ახალ საგნების შესწავლას, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მათთვის მასალა საინტერესო
და ადვილად აღსაქმელი,ისტორიის სახელმძღვანელოს მეშვეობით მოსწავლეების სასწავლო წლის
განმავლობაში გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, მათ ღირსშესანიშნაობებს, კულტურას
,ტრადიციებს,მასალა საკმაოდ დიდია და შრომატევადი, იმისათვის რომ მოსწავლეებისათვის
სწავლება არ იყოს მომქანცველი და რუტინული ვეცადე სხვადასხვა აქტივობებით გამემდიდრებინა
სწავლების პროცესი.
მაგ: რამოდენიმე
გაკვეთილი ჩავატარე ისტ ტექნოლოგის დახმარებით, სლაიდშოუს მეშვეობით ბავშვებს ჩავუტარე
პრეზენტაცია ახალ თემაზე გადასვლისას, „დმანისი“ ; „თბილისი-საქართველოს დედაქალაქი“.მსგავსი
ტიპის გაკვეთილები უფრო მეტ დაინტერესებას იწვევს მოსწავლეებში, ხალისით ეკიდებიან
სწავლის პროცესაც და შედეგიც თვალსაჩინოა, მოსწავლეები ვიზუალურად უფრო მეტს იმახსოვრებენ.
აგრეთვე მოვაწყვეთ
ნახატების გამოფენა თემაზე „წმ ნინოს გზა“, და ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვავლინეთ
გამარჯვებული ნახატიც. რათქმაუნდა არის სირთულეები მოსწავლეებში, განსაკუთრებით მათ
გაუჭირდათ შემაჯამებელი წერის ტესტური ვარიანტის დაწერა, ვფიქრობ ამ კუთხით მეტი მუშაობაა
საჭირო. ვიმედოვნებ მეორე სემესტრი უფრო ნაყოფიერი იქნება მათთვის.
VI კლასი
აღნიშნულ
კლასს უკვე მეორე წელია ვასწავლი ისტორიას, მოსწავლეების უმეტესობა აქტიურად არის ჩართული
როგორც შიდა სასკოლო პროცესში, ასევე კლასგარეშე აქტივობებში. ისინი დიდი ენთუზიაზმით
და მონდომებით აკეთებენ მათზე დავალებულ დავალებებს. ძალიან გონებაგახსნილი და კრეატიული
ბავშვები არიან რაც, საშუალებას მაძლევს მრავალფეროვანი აქტივობები დავგეგმო კლასში.ვაწყობთ
დისკუსიებს, ვატარებთ ჯგუფურ გაკვეთილებს რაც საშუალებას მაძლევს ყველა მოსწავლე თანაბრად
იყოს ჩართული სასწავლო პროცესში.
თემის „დრო
და ისტორია“ დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია სხვადასხვა კალენდრების
შესახებ, გაააკეთეს კედლის გაზეთები.ისინი თანდათან ეუფლებიან და აუმჯობესებენ პრეზენტაციის
უნარს, რაც მისასალმებია მათი მხრიდან.
აგრეთვე მოვაწყვეთ
ექსკურსია რუსთავის მუზეუმში „სახალისო არქეოლოგიის“ პროექტის ფარგლებში, ეს
იყო არაჩვეულებრივი გასვლა, მოსწავლეები თავად გახდნენ პატარა არქეოლოგები და თვითონ
აღმოაჩინეს დამარხული ნივთები, კარგად წარმოაჩინეს წინარე ცოდნაც.
კლასი ნამდვილად
იძლევა საშუალებას რომ უფრო მეტი და მრავალფეროვანი აქტივობები განვახორციელოთ ერთობლივად.
X კლასი
მეათე კლასი
განეკუთვნება საშუალო საფეხურს, ეს არის საფეხური სადაც მოსწავლეებმა 3 წლის განმავლობაში უნდა შეიძინომ მაღალი დონის
სააზროვნო უნარ-ჩვევები: ანალიზი, სინთეზი,. ამაში მათ რათქმაუნდა დაეხმარება სხვადასხვა
სააზროვნო აქტივობები, რასაც თითქმის ყველა გაკვეთილზე ვატარებთ. მოსწავლეები ძირითიდად
კლასში აკეთებდნენ სამუშაოებს რადგან ისტორიის სახელმძღვანელოც ძირითადად ამ პრინციპზეა
აგებული.ხშირად ვაწყობთ დისკუსიებს, ვმუშაობთ ჯგუფურად, მოსწავლეებმა წარმოადგინეს
საინეტერესო პრეზენტაციები ისტ-ტექნოლოგიის
გამოყენებით თემაზე „ვოლტერიზმი საქართველოში“ და „რას მოგვითხრობენ უტყვი ლოდები“.
აგრეთვე მეაათე კლასის ექვსმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ისანი-სამგორის რაიონის
მიერ გამართულ ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ მათ ძალიან კარგად იასპარეზეს, გამოავლინეს ლოგიკური
აზროვნების უნარი, სამწუხაროდ ფინალში დამარცხდნენ
, თუმცა მიიღეს კარგი გამოცდილება, ასევე ჯილდოები და სიგელები. ასევე რამოდენიმე მოსწავლემ
მონაწილეობა მიიღო ისტორიის ოლიმპიადაში და გადავიდა მეორე ტურში.
XI
კლასი
მეთერთმეტე კლასში ვიწყებთ სააბიტურიენტო მასალის
შესწავლას, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლონ საქართველოს
და მსოფლიოს ისტორია,გაანალიზონ და განიმტკიცონ ცოდნა, რაშიც მათ ეხმარება ხშირი შემაჯამებელი
დავალებები ტესტების და ღია კითხვების სახით. ყოველი თემის დასრულების შემდეგ ვაწყობთ
პრეზენტაციებს და ვაჯამებთ განვლილ მასალას.
მოსწავლეებმა მოაწყვეს
პრეზენტაცია ისტ-ტექნოლოგიის გამოყენებით თემაზე“სამყარო ოლიმპოდან“ , სადაც წარმოაჩინეს
ძველი საბერძნეთის მრავალფეროვანი კულტურა.მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ასევე მიიღეს
მონაწილეობა ისტორიის ოლიმპიადაში და გადავიდნენ მეორე ტურში.
XII
კლასი
მეთორმეტე კლასი არის სააბიტურიენტო კლასი, ამიტომ
ძირითადი აქცენტი კეთდება მოსწავლეების cat
და ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაზე.
მოსწავლეთ აკადემიური მოსწრება კლასების მიხედვით
კლასი
|
10 ქულა
|
9 ქულა
|
8 ქულა
|
7 ქულა
|
6 ქულა
|
5 ქულა
|
4 ქულა
|
3 ქულა
|
V-ბ
|
1
|
5
|
3
|
5
|
11
|
5
|
1
|
|
V-გ
|
1
|
5
|
5
|
6
|
10
|
4
|
||
VI-ა
|
4
|
6
|
5
|
4
|
3
|
7
|
||
X-ა
|
3
|
|||||||
X-ბ
|
4
|
4
|
6
|
5
|
3
|
2
|
||
XI-ბ
|
||||||||
XII
|
1
|
1
|
1
|
9
|
3
|
8
|
1
|
No comments :
Post a Comment