ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
5 დეკემბერს ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა და მათ შორის ჩემი სადამრიგებლოს ორმა მოსწავლემ მირიან მირიანაშვილმა და ცოტნე ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღეს ისანი-სამგორის მიერ ორგანიზებულ ინეტელექტუალურ თამაშში რა?სად?როდის?...ბავშვებმა ძალიან კარგად ითამაშეს, მაქსიმალური შესაძლებლობები გამოავლინეს და ფინალში გადავიდნენ, ფინალი დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, ჩვენმა მოსწავლეებმა აქაც გამოაჩინეს ლოგიკური აზროვნების კარგი უნარი, თუმცა ნაკლებად თავდაჯერებულები იყვნენ საკუთარი პასუხების სისწორეში, რამაც განაპირობა უმნიშვნელო სხვაობით მარცხი. მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და ჯილდო
ვფიქრობ ეს მათთვის კარგი გამოცდილება იყო. სამომავლოდ ვიმედოვნებ რომ უკეთეს შედეგებსაც მიიღებენ.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhjE8W7GBxMqGUtbg7qqbzOmQoiVMORxWAhjuk_5iAAyDEEsr6imPw6o1ufyRlgfFR9aqtsWlHyH6cvM2YeA-ukOfbqwQRUwTzuqeXmQawO8yKaYlegLpFZQXIdPBa7d1VUAswGRQ15_AyP/s320/12316227_1067454593306551_3150393621645849117_n.jpg)
ვიზიტი უსაფრთხოების მუზეუმში
30 ოქტომბერს ვიყავით უსაფრთხოების მუზეუმში,ძალიან საინტერესო გასვლა გამოგვივიდა, ნანახმა ექსპონატებმა და მიღებულმა ინფორმაციამ ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს.ბაშვები გაეცნენ სახანძროს არსებობის და მუშაობის ისტორიასმისი დაარსებიდან დღემდე, მიიღეს საჭირო რჩევები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. ნახეს ბევრი საინტერესო ექსპონატები.
ექსკურსია ატენის სიონი-უფლისცხე
ჩემი სადამრიგებლო კლასი 11 ოქტომბერს წავიყვანე ექსკურსიაზე მარშრუტით ატენის სიონი - უფლისციხე. მოვილოცეთ ატენის უძველესი ტაძარი, მოსწავლეებს ატენის სიონის ისტორია. შემდეგ წავედით უფლისციხეში, ბავშვებმა მოინახულეს მუზეუმი და ნახეს დოკუმენტური ფილმი უფლისციხის ისტორიის შესახებ.დღე ძალიან სასიამოვნოდ დასრულდა, როდესაც საპიკნიკე ადგილი შევარჩიეთ , აღმოჩნდა რომ ორბელიანთა საგვარეულო მარნის მიდამოებში ვყოფილვართ, ჩვენმა მასპინძელმა საინტერესო ისტორიაც გვიამბო.დავათვალიერეთ ორბელიანთა საგვარეულო მარანიც, რომელიც დღესდღეობით გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებას წარმოადგენს
No comments :
Post a Comment