მოსწავლეთა პრეზენტაციები

კლასი: Vგ
საგანიჩვენი საქართველო
თემა საქართველოს გაქრისტიანება
თარიღი: 29.10
მეხუთე კლასში საქართველოს გაქრისტიანების შესწავლის შემდეგ გადავწყვიტე მომეწყო ბავშვებში ნახატების კონკურსი "წმ. ნინოს გზა". ამ აქტივობამ საშუალება მომცა სუსტი მოსწავლის შესაძლებლობები სხვა კუთხით წარმომეჩინა.ზოგადად კლასის დონე დაბალია, ბავშვებს უჭირთ მასალის გაგება, რაც გარკვეულწილად შერეული ეროვნებით დაკომლპექტებული ბავშვებითაა განპირობებული, ამიტომ ვცდილობ ისეთი აქტივობები დავგეგმო, რომელიც მოსწავლის სხვა უნარებს უკეთ წარმოაჩენს და უფრო მოტივირებულსაც გახდით მათ სწავლისადმი. მართალია ნაწილ მოსწავლეებს მაინც შერცხვათ ნახატის დახატვა, რაც ალბათ მათი დაბალი თვითშეფასებითაა გამოწვეული, თუმცა როდესაც სხვისი ნახატების შეფასება ვთხოვე და ფარული კენჭისყრა ჩავატარე დიდი სიხარულით ჩაებნენ და გამარჯვებული ნახატის ავტორიც თავად გამოავლინეს.


კლასი: Xბ
საგანი: ისტორია
თემა: ვოლტერიზმი საქართველოში
თარიღი : 08/10/2015
მეათე კლასში მოსწავლეები გაეცნენ მსოფლიო ისტორიოგრაფიის განვითარების ეტაპებს,ყურადღება გავამახვილეთ განმანათლებლებზე და მათ იდეებზე, ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია ცნობილი განმანათლებლების გამონათქვამებზე და იმსჯელეს მათ მნიშვნელობაზე.განსაკუთრებით მათი დაინტერესება გამოიწვია ფრანგი განმანათლებლის ვოლტერის შემოქმედებამ და მისი იდეების გავრცელებამ საქართველოში, რამოდენიმე მოსწავლემ მოიძია ინფორმაცია თემის შესახებ და წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე "ვოლტერიზმი საქართველოში"
10 ბ კლასის მოსწავლეები : მარიამ ალადოშვილი ,მარიამ გაფრინდაშვილი,შალვა სესიტაშვილი




დამატებით ვიდეო-ფოტო  მასალა და პრეზენტაცია იხილეთ აქ



კლასი: VIა

საგანი: ჩვენი საქართველო
თემა : დრო და ისტორია
თარიღი: 01/10/12015

     მეექვსე კლასში დავამთავრეთ თემა "დრო და ისტორია", მოსწავლეები ამ თავში გაეცნენ სხვადასხვა ტიპის კალენდრებს და წელთაღრიცხვის სისტემებს. გაიგეს თუ როგორი კალენდრით სარგებლობდნენ  ეგვიპტელები და შუმერები ძველად, ასევე თუ როგორ შეიქმნა იულიუსის კალენდარი და რატომ გახდა აუცილებელი მოგვიანებით მისი რედაქტირება. 
      თემის დასასრულს  მოსწავლეებმა მოამზადეს შემაჯამებელი პრეზენტაცია შესწავლილი მასალის საფუძველზე. მათ მოიძიეს  და დაახარისხეს ინფორმაცია ,  წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები ეგვიპტურ, ჩინურ , იულიუსის და გრიგორიანული კალენდრების შესახებ.
 შემაჯამებელი პრეზენტაციის საშუალებით მათ გაიმდიდრეს და გაიმრავალფეროვნეს ცოდნა, 

1 comment :