სახალისო არქეოლოგია

    ყველა ბავშვი ოცნებობს განძის აღმოჩენაზე, ისინი კითხულობენ სათავგადასავლო ლიტერატურას, რის შემდეგადაც ეს ოცნება უფრო უმძაფრდებათ, თავად იგონებენ სხვადასხვა ისტორიებს და ქმნიან არარეალურ სამყაროს. ალბათ სწორედ მაშინ უჩნდებათ პატარებს არქელოგიურ გათხრებში მონაწილეობის სურვილიც, და ეს სურვილი ჩემმა პატარებმაც არაერთხელ გამანდეს.
    ქვემოთ მოცემული მოკრძალებული აქტივობით მე, რუსთავის ისტორიის მუზეუმის არაჩვეულებრივი თანამშრომლების დახმარებით, შევეცადე ბავშვების ეს სურვილი ოდნავ მაინც ამესრულებინა.
VI ა კლასის მოსწავლეები 2015 წლის ნოემბრის თვეში წავიყვანე რუსთავის მუზეუმში, სადაც მუზეუმის თანამშრომლებმა დაგვახვედრეს არაჩვეულებრივი და რაც მთავარია ბავშვებისათვის საინტერესო თამაში-აქტივობა სახალისო არქეოლოგია.მოსწავლეები თავად გახდნენ პატარა მკვლევარები, მათ თავად ჩაატარეს არქელოგიური გათხრები, აღმოაჩინეს არტეფაქტები და შემდგომ მოგვითხრეს აღმოჩენილი ნივთების მოკლე ისტორია. აღნიშნული აქტივობით მოსწავლეებმა არათუ გაიღრმავეს ცოდნა და მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება,არამედ მათ წინარე ცონდაც კარგად წარმოაჩინეს, რაც ჩემთვის ფრიად სასიხარულო აღმოჩნდა. რაც მთავარია დღის ბოლოს კმაყოფილები ვიყავით მეც და ჩემი პატარებიც.













No comments :

Post a Comment