სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა


სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა 2015-2016 სასწავლო წელი

     დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩემი მოვალეობაა საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა და სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
    დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე,მე ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ყველანაირად შევეცდები ვიყო მოსწავლეთა მრჩეველი და აღმზრდელი.

     უპირველეს ყოვლისა შევიმუშავებ საკლასო საათის გეგმას , რომელი ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს

            აღზრდის მთლიანობა
·                   შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა
·                   მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა
·                   თანამშრომლობის პრინციპი
                ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი



სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
 მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმავ შეხვედრის თემებს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. აღნიშნული წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა.   მოსწავლეებს ავუხსნი, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება.

შრომითი აღზრდა 
1.   მოსწავლეთა ჩაბმა კლასში სანიტარულჰიგიენური პირობების დაცვაში.
2.   კლასის ესთეტიკური გაფორმება.
3.   ბუნებრივი კუთხის მოწყობა და მცენარეთა მოვლაპატრონობა.
4.   თვალსაჩინოებიოს დამზადება და გამოფენა (საჭიროებისამებრ).
5.   სკოლის ეზოსსასკოლო ნარგავების და სხვმოვლაპატრონობადასუფთავება და სხვასაქმიანობები.  

ესთეტიკური აღზრდა
1. მონაწილეობა სხვადასხვა სახის სასკოლო ღონისძიებებსა და მის მომზადებაში.
2. ისტორიული მუზეუმებისა და სხვა ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება (ექსკურსი ეთნოგრაფიულ მუზეუმში)

მშობლებთან მუშაობა 
1.   სისტემატიური კონტაქტები (ბინაზე მისვლასკოლაში გამოძახებაერთობლივი ბრძოლა   გაცდენადაგვიანებების წინააღმდეგ).  
2.    მშობელთა საქმიანობისა და ცხოვრების სტილის შესწავლარეკომენდაციები შვილებთან  ურთიერთობის სესახებ.  
3.    მშობელთა კრებების ჩატარება საჭიროებისამებრ.  

საკითხები მშობლებთან მუშაობისათვის 
1.    სკოლის შინაგანაწესის და ქცევის წესების შესაბამისად მშობელთათვის მათი უფლებამოვალეობების გაცნობა.
2.   ინფორმაციები აკადემიური მოსწრების შესახებ (პერიოდული სიხშირით)
3.   ასაკობრივი პრობლემები და მათი დაძლევის გზები
4.    მშობლის ავტორიტეტი და როლი შვილის აღზრდაში.
5.  რჩევები საზაფხულო არდადეგების შინაარსიანად გატარებისათვის და სხვ.

  მოსწავლეებთან მუშაობა
1. სისტემატიური კონტაქტები მოსწავლეებთან.
2. ინტერესებისა და ცხოვრების სტილის შესწავლა.
3. კლასის კრებების და კლასის საათების ჩატარება.


საორგანიზაციო საკითხები სასწავლო წლის განმავლობაში

1. მოსწავლეთა სიის დაზუსტება.
2. სასწავლო ნივთებით მომარაგების საკითხი,სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.

3. მორიგეობის დადგენა

4. გაკვეთილების ცხრილის დაზუსტება და მოსწავლეებისათვის გაცნობა.
5. სკოლის შინაგანაწესის გაცნობა

6. საორგანიზაციო კუთხის შექმნა

7. ასაკობრივი პრობლემები და მათი დაძლევის გზები. (საუბრები პერიოდული სიხშირით)

8. ბრძოლა გაცდენებისა და სხვა მავნე ჩვევების წინააღმდეგ.

9. ინდივიდუალური მუშაობა სუსტ მოსწავლეებთან.

10.აკადემიურ მოსწრებაზე თვალყურის დევნება,ქცევებზეგაცდენადაგვიანებებზე.
11.  დაკვირვება მოსწავლეთა ჯანმრთელობაზე.

12.  დაკვირვება მოსწავლეთა ინტერესებზემიდრეკილებებზე (საჭიროებისამებრ გათვალისწინება).

13.  მუშაობა ძნელადაღსაზრდელებთან (ჯგუფურადინდივიდუალურადბინაზე

 მისვლა,მშობლის გამოძახება).

14.  საჭიროებისამებრ თანამშრომლობა მშობლებთანიურისტთანფსიქოლოგთან,

სამედიცინო დარგის სპეციალისტთანსაგნის მასწავლებლებთან და სხვა.

15.   მუშაობა მშობლებთან წლის მანძილზე (ინდივიდუალურადჯგუფურადკლასთან ერთად)


16.   მუშაობა მოსწავლეებთან  (ინდივიდუალურადჯგუფურადკლასთან ერთად)

  
სავარაუდო თემატიკა კლასის საათისათვის:

#
თემები
თარიღი
1
რას ნიშნავს იყო მეათეკლასელი?
2
როგორ ვსწავლობთ,როგორ ვისწავლოთ უკეთ?
3
თვითგანვითარება
4
ჩემი მიზანი
5
ჩემი არჩევანი,ჩემი მომავალი პროფესია
6
 სწრაფვა წარმატებისაკენ
7
კლასის საათი:I სემესტრის შედეგების განხილვა
8
გულგრილობა და ადამიანი
9
სასკოლო შფოთვა-როგორ  მოვემზადოთ გამოცდებისთვის?საკონტროლოსთვის?
10
რა არის გენდერული როლები
11
იდენტობა-ვინ ვარ მე?
12
სიყვარული
13
კლიმატის ცვლილება
14
კონფორმიზმი
15
მინდა ვიყო პოპულარული
16
მომხიბვლელობა
17
არა ძალადობას
18
ლიდერობა
19
კლასის საათი: წლის მოსალოდნელი
შედეგების შესახებ
20
არა ნარკოტიკებს!
21
ხასიათის სიმტკიცე




 სადამრიგებლო კლასში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა 

2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში

დრო ღონისძიება მიზანი შენიშვნა
ოქტომბერი ვიზიტი უსაფრთხოების მუზეუმში მოსწავლეები გაეცნობიან უსაფრთხოების და კრიტიკულ სიტუაციების მართვის წესებს
ნოემბერი ეროვნული გალერეის დათვალიერება მოსწავლეებში კულტურულ-შემეცნებითი ცნობიერების ამაღლება
თებერვალი საჭოთა ოკუპაციის მუზეუმის მონახულება მოსწავლეები გაეცნობიან საბჭოთა რეჟიმის გავლენას საქართველოში
მარტი ექსკურსია ძველ თბილისში მოსწავლეები მოინახულებენ თბილისის არქიტექტურულ ძეგლებს
აპრილი ვიზიტი თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) მოსწავლეები გაეცნობიან თბილისის ისტორიას, მის წარსულს.
მაისი თეატრში სპექტაკლის ნახვა მოსწავლეებში კულტურულ შემეცნებითი ცნობიერების ამაღლება
ივნისი ექსკურსია ქალაქგარეთ შემეცნებითი შინაარსის გასვლა














No comments :

Post a Comment