გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა

საგანი
ისტორია

მასწავლებელი
ნანა ზაზანაშვილი

სწავლების საფეხური
საშუალო XI კლასი

მოსწავლეთა პროფილი
22 მოსწავლე

გაკვეთილის მთავარი თემა
დავით აღმაშენებელი

გაკვეთილის ტიპი
მიმდინარე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის, წყაროების დამუშავებას და ანალიზს, პიროვნების როლის განსაზღვრას სახელმწიფოს მმართველობაში. რუკის ანალიზს. გაერკვევიან კონკრეტულ ეპოქაში კავკასიის რეგიონში მომხდარი ცვლილებების მიზეზებში.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  მიზნები და შედეგები/სტანდარტები
ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია   საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.
·         ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აჯგუფებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს;
·         ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
·         წერს თემას მსოფლიოში განვითარებული მნიშვნელოვანესი  ისტორიული მოვლენის შესახებ, რომელმაც  ასევე  გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოს (სახელმწიფოების) შემდგომ განვითარებაზე;
·         თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე (მაგ., ერეკლე II-ის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება);
·         ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებაში

დისკუსიის დროს მსჯელობენ პოლიტიკური მოღვაწის შესახებ, აანალიზებენ მის მიერ არჩეულ საგარეო და საშინაო კურსს


შეფასების საგანი და პროცედურები
განმავითარებელი შეფასება, დისკუსიის შეფასების რუბრიკა, ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
მოსწავლეების თვითშეფასების რუბრიკა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
მოსწავლის სახელმძღვანელო 11 კლასის  „ისტორია“
რუკა “საქართველოს სამეფო დავით აღმაშენებლის ხანაში“
დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ XI საუკუნის ეპოქა, იცნობენ საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარებას აღნიშნულ ეპოქაში.
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხი-1წთ
მოსწავლეების სხედან ჯგუფებად საკუთარი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით
I ფაზა-გამოწვევა
აქტივობა 5 წთ
გონებრივი იერიშის მეთოდით მასწავლებელი  მოსწავლეებს გამოკითხავს წინარე მასალას, გააქტიურებს მათ ცოდნას XI ს-ის საქართველოს ვითარების შესახებ, და განაწყობს მოსწავლეებს ახალი მასალის მოსასმენად.
II ფაზა-ტექსტზე და წყაროზე მუშაობა
აქტივობა 15 წუთი
1 ჯგუფი კითხულობს ტექსტს სახელმძღვანელოდან დავითის საშინაო პოლიტიკა და წერილობით სცემს პასუხებს თან დართულ შეკითხვებს
2 ჯგუფი კითხულობს ტექსტს სახელმძღვანელოდან დავითის საგარეო პოლიტიკა და წერილობით სცემს პასუხებს თან დართულ შეკითხვებს
3 ჯგუფი  მუშაობს რუკებზე და ავსებს სახელმძღვანელოში მოცემულ ცხრილს
4 ჯგუფი ამუშავებს წყარო ა-ს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები.
III ფაზა-პრეზენტაცია
აქტივობა-10 წუთი
ჯგუფები წარმოადგენენ დამუშავებული ტექსტისა და კითხვების საფუძველზე პრეზენტაციას
IV ფაზა-დისკუსია
აქტივობა 10  წუთი
სადისკუსიო თემა : რა მნიშვნელობა ჰქონდა დავით აღმაშენებლის საგარეო პოლტიკურ კურსს კავკასიელი ხალხისათვის

საშინაო დავალებად მოსწავლეებს ეძლევათ მოიძიონ დავით აღმაშენებლის შესახებ დამატებითი მასალა( ისტორიკოსები, უცხოური ქრონიკები, „გალობანი სინანულისანი“) და მოძიებული მასალის საფუძველზე იმსჯელონ დავითის პიროვნებაზე.
მოსწავლეთა შეფასება კომენტარებით
შეფასების რუბრიკების მიხედვით
4 წთ

ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული

უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
დაიცვეს დროის ლიმიტი
ლიდერის როლი
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას

ჯგუფის თითოეული წევრის თვითშეფასების სქემა
იყავი თუ არა მზად ჯგუფში მუშობისთვის?

რამდენად დროულად და კარგად შეასრულე შენზე დაკისრებული მოვალეობა?

რა გააკეთე ან რა თქვი ისეთი,რაც შენს ჯგუფს დაეხმარა სამუშაოს შესრულებაში?


რას გააკეთებდი შემდეგ ჯერზე ჯგუფის უფრო ეფექტური მუშაობისათვის?

ხარ თუ არა კმაყოფილი?რა ისწავლე ჯგუფის წევრებისაგან?
რას გრძნობ სამუშაოს დასრულების შემდეგ?

დისკუსიის შეფასების რუბრიკა

შეფასება
1–4
5–7
8–9-10
მოსმენა
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
საუბარი
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელს  უჭირს გაგება
ძირითადად მეტყველება გასაგებიაზოგჯერ უყურებს მსმენელს
მეტყველებს მკაფიოდ, უყურებს  მსმენელს
მონაწილეობა
მცირე ინტერესი აქვსარ გამოხატავს ან  ვერ უკავშირებს  თავის მოსაზრებებს სადისკუსიო  თემას
ძირითადად გამოხატავს ინტერესს, კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა სადისკუსიო თემის გარშემო
იჩენს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებით და აზრის გამოთქმით
კოოპერაცია
იშვიათად თანამშრომლობს თანაკლასელებთან და ვერ იცავს დისკუსიის  წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, და იშვიათად, მაგრამ არღვევს  დისკუსიის  წესებს
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, სხვებს აცლის აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს.
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებულიფაქტებით
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
არავერბალურიკომუნიკაცია
იშვიათად იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს(თვალითჟესტით,ხმით,
გამომეტყველებით)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
შეუძლია ეფექტურად აღიქვას  და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები


No comments :

Post a Comment