Monday, June 20, 2016

გილოცავთ ძვირფასო პედაგოგებო სასწავლო წლის დასრულებას

Friday, July 24, 2015

რჩევები მასწავლებლებს



. როდესაც ახალ მასალას ხსნით, იმავდროულად ასწავლეთ მოსწავლეებს, როგორ ისწავლონ ეს მასალა.
. დროდადრო სთხოვეთ, ერთად, წყვილ-წყვილად ან პატარა ჯგუფებად იმეცადინონ.
. გააცანით ახალი სტრატეგიები: ჩანაწერების გაკეთება, მასალის გადამუშავება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა და სხვ.
. დაეხმარეთ ამ სტრატეგიების ათვისებაში, მიანიშნეთ, როდის შეიძლება მათი გამოყენება.
. მათთვის გასაგებ ენაზე აუხსენით, რატომ არის სასარგებლო სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
. მიუთითეთ გარემოებებზე, როდესაც ამა თუ იმ სტრატეგიის გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა.
. მიეცით საშუალება, თითოეული სტრატეგია სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ.
. გააცანით სასწავლო პროცესის "საბოლოო პროდუქტი”.
. აჩვენეთ, რა ღირებულება აქვს ამა თუ იმ საკითხის შესწავლას.
. ყურადღება გაამახვილეთ რთულ საკითხებზე.
. დაეხმარეთ მოსწავლეებს ცოდნის გამოყენებაში.
. გააცანით მათ თემის ან საკითხის მიღმა არსებული ლოგიკა, პრინციპი;
. განუვითარეთ თანატოლებისგან სწავლის უნარი.
ასწავლეთ მოსწავლეებს სწავლა.


დევიდ პერკინსი

Thursday, July 23, 2015

მასწავლებლის ათი მცნება

"1. გიყვარდეს მთელი სულითა და გულით, თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში. 

6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე. რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა. 

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა. "


გაბრიელა მისტრალი